logo
ENG



პროექტმა - "ქალები საქართველოდან" წიგნის სახე მიიღო

18 ოქტ 201920:05
3 წუთის საკითხავი
 
yf6i14p1ukl87ln.png

ისტორიები ძლიერ და დამოუკიდებელ ქალებზე, რომლებსაც ცხოვრებისეული სიმძიმეების გადატანა მოუხდათ და არ დანებდნენ - პროექტმა "ქალები საქართველოდან" წიგნის სახე მიიღო. ამბები ქალების შესახებ, 3 წლის განმავლობაში გროვდებოდა და ახლა ერთ გამოცემად შეიკრა. წიგნის პრეზენტაციაზე მკითხველი ავტორებსა და გმირებს შეხვდება. 

პლატფორმა ქალები საქართველოდან-ის ფარგლებში, ისტორიების გამოქვეყნება 2016 წელს დაიწყო, თუმცა, იდეა უფრო ადრე დაიბადა. მშრალ სტატისტიკას, უფლებადამცველებმა, რეალური ამბების გასაჯაროვება ამჯობინეს. პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, მიეცათ საშუალება  ქალებისთვის, საკუთარი სათქმელი თავად ეთქვათ. ასე დაიბადა წიგნიც „ქალები საქართველოდან", რომლის პრეზენტაციაც 22 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.  

 


close დახურვა